სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ამერიკელი ქალი შეყვარებულს მას შემდეგ დაშორდა, რაც მამაკაცს მისი კატა სახლიდან გაეპარა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ენ ჯარეტს ოთხფეხა მეგობრისთვის ტკივილაგამყუჩებელი უნდა გაეკეთებინა, თუმცა, მან თავის კატას ვერსად მოჰკრა თვალი. მან, შეყვარებულთან ერთად, ფისოს დაუწყო ძებნა, მაგრამ მას ვერსად მიაგნო. საბოლოოდ, ენმა შენიშნა, რომ ეზოში გასასვლელი კარი ღია იყო დარჩენილი.
გერილას, 15 წლის კატას, გარეთ ყოფნა ძალიან უყვარს და, როგორც ჩანს, როცა პატრონის მეთვალყურეობის გარეშე, გასეირნების შანსი მიეცა, ამაზე უარი არ თქვა.
„ეტყობა, ძაღლები რომ გავიყვანე სასეირნოდ, შინ დაბრუნებულს კარის დახურვა დამავიწყდა", — აღიარა ენის შეყვარებულმა ბოლოს და მოიბოდიშა კიდეც. თუმცა, განაწყენებულმა ენმა ორწლიანი ურთიერთობა მეორე დღესვე დაასრულა და მისურის მშობლიურ შტატში დაბრუნდა.
ჯარეტი დღეს უკვე წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მისმა პარტნიორმა უყურადღებობა გამოიჩინა და ამის შედეგად იგი დაზარალდა.
ჯარეტის თქმით, მისი პარტნიორი თანაცხოვრებისას არც საერთო საქმეებს ასრულებდა და ისევ გამუდმებით იჩენდა უყურადღებობას.