კანადაში 18 წლის გოგომ ცხოვრებაში პირველად ნაყიდი ლატარიის ბილეთით 48 მილიონი დოლარი მოიგო

ლატარია

კანადის ქალაქ ონტარიოში მცხოვრებმა 18 წლის გოგომ თავის დაბადების დღეზე, ცხოვრებაში პირველად, ლატარიის ბილეთი იყიდა და 48 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

 ჯულიეტ ლამურის თქმით, ლატარიის ბილეთის ყიდვა მას ბაბუამ ურჩია. გოგონა კანადის ისტორიაში ლატარიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მისი თქმით, ის მოგებული თანხით სწავლსა და მოგზაურობას გეგმავს