რომელ დღეს და როგორ შევასრულოთ „წითელი ძაფის“ პრაქტიკა - ეზოთერიკოსის რჩევა

წითელი ძაფი მაჯაზე

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გამომწერებს ხშირად უზიარებს ასტროლოგიასა და ეზოთერიკასთან დაკავშირებულ რჩევებს. ამჯერად, მან წითელი ძაფის, როგორც დაცვის საშუალების შესახებ დაწერა.

„წითელი ძაფი - დაცვისა და განდევნის უძველესი საიდუმლო. ყველა ბოროტებას სიტყვით ვერ განდევნი. არის ენერგიები, რომლებიც კვანძით უნდა შებოჭო და იქ დააბრუნო, საიდანაც მოვიდა.  ძველად ამბობდნენ: რაც დანით ვერ მოიჭრება, ის ძაფით უნდა შეიკრას ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. წითელი ძაფი უბრალო სამკაული არ არის - ეს „დაცვის ძარღვია“, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს გზას უღობავს.  როდის შევასრულოთ?

პრაქტიკისთვის საუკეთესოა სამშაბათი ან შაბათი. აუცილებელია სიჩუმე, მარტოობა და მტკიცე განზრახვა.  რიტუალის მსვლელობა: აიღეთ წითელი, შალის ძაფი. დაიჭირეთ ხელებს შორის, დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ გადადის ძაფში ყველაფერი მძიმე, წებოვანი და უცხო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.

ჩურჩულით თქვით: „ყველა ბოროტებას ვბოჭავ, ყველა მავნებელს ძაფში ვამწყვდევ. სხვისი - ჩემი არ არის. მე მისი გავლენის ქვეშ არ ვიქნები!“დაიწყეთ კვანძების შეკვრა. თითოეული კვანძი ბეჭედია:  I კვანძი: „ბოროტებას ვკრავ.“  II კვანძი: „ბოროტებას ვაჩერებ.“  III კვანძი: „უკან ვაბრუნებ - იქ, საიდანაც მოვიდა.

ძაფი მარცხენა მაჯაზე შეიბით. კარგია, თუ ბოლო კვანძს თქვენი საყვარელი, სანდო ადამიანი დაგიფიქსირებთ. დაბოლოს, წარმოთქვით:„ამ კვანძით დაცული ვარ - არ გავტყდები. ამ ძაფით დაცული დავდივარ - ვერ მომწვდებიან. საიდანაც ბოროტი მოდიოდა, იმავე გზით წავიდა. კვანძით შეკრულია - სიტყვით დაბეჭდილია!“  მნიშვნელოვანია: ატარეთ მანამ, სანამ თავისით არ მოგძვრება.თუ ძაფი გაწყდა, ნუ შეგეშინდებათ - ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა თავის თავზე აიღო და თავისი საქმე შეასრულა.“ - წერს თამუნა იოსელიანი.