იტალიაში ერთ-ერთ კაფეში ესპრესოს ფასით აღშფოთებულმა კლიენტმა პოლიციაში დარეკა

ყავა

იტალიაში ერთ-ერთ კაფეში ყავის ფასით აღშფოთებულმა კლიენტმა პოლიციაში დარეკა.  ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მომხმარებელმა მხოლოდ ყავის დალევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ კაფეში ფინჯანი ესპრესო 2 ევრო ღირს და პოლიცია გამოიძახა.

როგორც The Guardian წერს, კლიენტი ჩიოდა, რომ ფასები დახლის უკან არ იყო გამოსაჩენ ადგილას წარმოდგენილი და მან ვერ ივარაუდა, თუ ყავა ასეთი ძვირი ეღირებოდა. ამის გამო ყავის ბარი 1000 ევროთი დააჯარიმეს.

კაფეს, სახელწოდებით Ditta Artigianale, მეპატრონემ, ფრანჩესკო სანაპომ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა და თავისი ყავა დაიცვა: მისი თქმით, მის ბარში ყავა მექსიკის პატარა პლანტაციიდან ჩამოტანილი მარცვლებით მზადდება და ყავის ფასების ნახვა ციფრულ მენიუში იყო შესაძლებელი.