რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
აღმოსავლეთ კონგოში, ვირუნგას ეროვნულ პარკში, იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა — მთის გორილამ ტყუპი გააჩინა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა და ახალშობილების ფოტოებიც გამოაქვეყნა.
როგორც პარკის წარმომადგენლები აცხადებენ, ორი მამრი გორილა 3 იანვარს დაიბადა. 22 წლის გორილა, სახელად მაფუკო, ახალშობილებთან ერთად ვიდეოთვალით დაკვირვებისას შენიშნეს.
ტყუპებზე ზრუნვა განსაკუთრებით რთულია სიცოცხლის პირველ თვეებში, რის გამოც ახალშობილებს ინტენსიურ მეთვალყურეობას უტარებენ.
ვირუნგას ეროვნულ პარკში მთის გორილას ტყუპის დაბადება ბოლოს 2020 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.