პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხათუნა ჟორდანია თათია შარანგიას საავტორო გადაცემა “სთორის” სტუმარია.
როგორც ხათუნა საუბრობს, მას და მის მეუღლეს, ზურა ხაჩიძეს ჰქონიათ მომენტი, როდესაც უთქვამთ: მორჩა, დამთავრდა და ერთად აღარ გვინდა.
„ცხოვრება ასე მარტივი არ არის. ცოლქმრობას სხვადასხვა ეტაპი აქვს და მათ შორის მძიმე ეტაპებიც. ზურა არის ადამიანი, რომელსაც ჩემი თავისუფლება არასდროს შეუზღუდავს და არც მე მისი. როდესაც ცოლად გავყევი, ბევრი ვიბრძოლე. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ მოვერეოდი. მაგალითად იმას, რომ კონცერტის მერე შეეძლო ბიჭებთან ერთად გაეგრძელებინა. თუ რამეს აკეთებდა და გაუკეთებია, მე არ გამიგია. ის, რომ მომღერალ კაცს თაყვანისმცემელი გოგონები ჰყავდა, მიჩვეული ვიყავი. თავიდან ეს მაღიზიანებდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ამას ვერაფერს ვუზამდი.
ჩვენს ცოლქმრობაში ის პერიოდიც ყოფილა, რომ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მორჩა, დამთავრდა და ერთად აღარ გვინდა. ჩემთან ვცხოვრობდით, ზურას მაშინ სახლი არ ჰქონდა და არ მინდოდა მისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, წადი ჩემი სახლიდან, მეთქვა. როდესაც ვბრაზდებოდი, ვლაგდებოდი და ვეუბნებოდი სახლიდან მივდივარ მეთქი. კივილ-წივილი და ხელჩართული ომიც ყოფილა”, – საუბრობს ხათუნა ჟორდანია.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ჟორდანიამ ფილტვის სიმსივნის მე-4 სტადიის დამარცხება შეძლო.