1766072080
იაპონელმა ქალმა ხელოვნურ ინტელექტზე იქორწინა
Reuters-ის ცნობით, 32 წლის იურინა ნოგუჩიმ ხელოვნური ინტელექტზე, სახელად "კლაუსზე" იქორწინა - სიძე ცერემონიას სმარტფონის საშუალებით დაესწრო.
ქალის თქმით, "კლაუსს" თავდაპირველად უბრალოდ ესაუბრებოდა, დროთა განმავლობაში კი დაახლოვდნენ და მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა.
„მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა, მოგვიანებით ხელი მთხოვა და დავთანხმდი", - განაცხადა ნოგუჩიმ.











