ია სუხიტაშვილის კაბა, რომელიც განხილვის საგანი გახდა - ფოტო

ია სუხიტაშვილი

„ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულიად არაჩვეულებრივი ფილმი - "აპრილი" - ასე იწყებს Variety რეცენზიას, რომლის შესახებაც უკვე ბევრს საუბრობენ. დეა კულუმბეგაშვილის ფილმში, რომელიც 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი, კახა კინწურაშვილი, მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი თამაშობენ. რეჟისორი და მსახიობები ფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისა და ქვეყნის დიდი წარმატებაა, ქართველმა მაყურებელმა ყურადღება სხვა დეტალებზეც გაამახვილა. მაგალითად, სოციალურ ქსელში კადრების გავრცელების მომენტიდან, აქტიურად განიხილავენ მსახიობ ია სუხიტაშვილის კაბას. 

უმშვენიერესი თეთრი კაბა, რომელსაც განსაკუთრებულ აქცენტს დეკოლტე და შავი ხელთათმანები სძენს, მსახიობმა ფილმის პრემიერამდე, წითელ ხალიჩაზე მოირგო. ია თავადაც არისტოკრატული გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა, კაბა კი მის სტილსა და გემოვნებას იდეალურად ერგებოდა.

მსახიობი მსგავსი სტილის კაბით გამოჩნდა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც, როგორიც 2015 წლის "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალი იყო.