„ჰო, მე მაქვს პრობლემა და ...“ - კოსტა სანიკიძე

კოსტა სანიკიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე კოსტა სანიკიძე ალკოჰოლდამოკიდებულაზე საუბრობს. ამბობს, რომ ნახევარ წელზე მეტია, ამდენი დღე, გადაბმულად ფხიზელი არ ყოფილა.

ნახევარ წელზე მეტია, ამდენი დღე, გადაბმულად ფხიზელი არ ვყოფილვარ. პროექტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ახლა გვერდით მიდგანან, ასევე არიან ისინი, ვინც არ ჩანან, გარეთ მელოდებიან და მამხნევებენ. ასევე არიან ის ადამიანებიც, რომლებიც, რეალურ ცხოვრებაში უშუალოდ ებრძვიან ამ პრობლემას.

ჰო, მე მაქვს პრობლემა და მე ვარ დამოკიდებული. ეს პრობლემა გრძელდება და იქნება მთელი შენი ცხოვრება - ვძლიერდები მე და ძლიერდება ჩემი დაავადებაც. საქართველოში, სამწუხაროდ, ამაზე ღიად არ საუბრობენ. ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემა და ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის, ეს იქნება ალკოჰოლი თუ სხვადასხვა ქიმიური საშუალება. ბევრი ადამიანი გავიცანი, ვისაც ამ პრობლემასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. 

ცხოვრებაში პირველად, სტრესულ გარემოში აღმოვჩნდი, ამდენი კამერა და ბევრი ალკოჰოლი მოემატა.“ - ამბობს კოსტა სანიკიძე.