1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჯენიფერ ლოპესი ზოდიაქოთი ქალწულებს დიდად არ სწყალობს და თავის შოუში მონაწილეობაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ Glee-ს მსახიობმა ჰეზერ მორისმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა და მოცეკვავემ გაიხსენა, რომ ჯენიფერ ლოპესის ერთ-ერთ შესარჩევ კასტინგზე თავადაც მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ზოდიაქოთი ქალწული მოცეკვავეები უარით გაისტუმრეს.
„ჯენიფერ ლოპესი ოთახში შემოვიდა და გვთხოვა, რომ ზოდიაქოთი ქალწულებს ხელი აეწიათ. რამდენიმე მოცეკვავემ ხელი ასწია, შემდეგ კი ჯენიფერმა თავის ასისტენტს რაღაც ჩასჩურჩულა. ჯენიფერმა მოცეკვავეებს მოსვლისთვის დიდი მადლობა გადაუხადა, ბოლოს კი სთხოვა, რომ კასტინგი დაეტოვებინათ", — ამბობს ჰეზერ მორისი.