1766345779
„ჰაუსის“ დატოვების შემდეგ გიორგი პარიზი მიმართვას ავრცელებს
„ჰაუსის“ დატოვების შემდეგ გიორგი პარიზი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„დასრულდა ჩემი გზა ამ პროექტში. მადლობა მთელ გუნდს გამოცდილებისთვის, ნდობისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ამ პერიოდში მომეცა. ბევრი ვისწავლე და ამ გამოცდილებას აუცილებლად თან წავიღებ მომავალ ეტაპზე. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა, თითოეული მახსოვხართ და არ დამავიწყდებით. ახლა კი, ვუბრუნდები ჩემს გუნდთან ერთად იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. გელოდებით, რომ აგიხდინოთ ოცნებები“, - წერს ყოფილი მონაწილე.












