10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1770665662
„ჰაუსი“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მონაწილეებისთვის, ხმის მიცემის ინსტრუქციაა მოცემული.
„ჰაუსის ხმის მიცემის წესები:
ხმის მიცემა შეწყდება პარასკევს ლაივის დროს.
ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.
მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.
მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება: 50 თეთრი.
ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით.
ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად.
ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და მოგვწეროთ getstarted, შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს.
ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 5 წუთში.
შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.
ხალხის რჩეული გამოვლინდება პარასკევს პირდაპირი ეთერის დროს!“, - ნათქვამია განცხადებაში.