„გულს უხარია შენი დანახვა...“ - შორენა ბეგაშვილი საფრანგეთიდან კადრებს ავრცელებს

შორენა ბეგაშვიკლი

მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა.

როგორც მსახიობის სოციალური ქსელიდან ირკვევა, წყვილი თაფლობის თვეს ამჯერად საფრანგეთში ატარებს:

„როგორი ლამაზი ხარ“, „თვალს უხარია შენი დანახვა“, „საოცარი ქალი ხარ“, - წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial)