საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
„პრიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, დეა ხიდაშელი ნიკოლოზ ქართველის მეუღლეს, თაია ჭიჭინაძეს მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, მანამ, სანამ ფართო საზოგადოება სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ შეიტყობდა, ის თაიას გვერდით იყო და ამხნევებდა.
„ნიკოსთან ვმეგობრობდი და ვიცოდი, რომ ძალიან უნდოდა „პრაიმ ჰაუსში“ შესვლა. მართლა არაფერი ვიცოდი, იქ რაც ხდებოდა. ყველა ხედავდით, რომ მის მხარდასაჭერად არაფერი გამიკეთებია. თქვენ არ იცით, რა ცუდად იყო თაია. ხალხო, ღამეებს ვუთევდი... ცალკე ვნახულობდი ქართველს და მეორე მონაწილეს.
მე ძალიან მრცხვენოდა, როცა მეუბნებოდნენ, თუ შენი მეგობარია, მხარს რატომ არ უჭერო, ვერ დავუჭერდი. დარწმუნებული ვარ, ჩემიც შერცხვება, როცა სადმე დამინახავს. იმდენს გავაკეთებ, რომ თვალებშიც ვერ შემომხედავს. გაუგეთ თაიას, სამარცხვინო შოუ არ სჭირდება, ძალიან ცუდადაა... დროთა განმავლობაში, ყველა დაინახავთ სიმართლეს.“ - ამბობს დეა ხიდაშელი.
ასევე ნახეთ:
⇒ „გავიგონე, რომ უთხრა, შენს შვილს არასდროს ვუღალატებ, მშვიდად განისვენეო...“ - თაია ჭიჭინაძე