„გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში პროექტში დაძაბული ვიტარების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„შიში იმდენად ძლიერი გრძნობა ყოფილა რომ ადამიანს ,,აიძულებს” შეურაცხყოფების და უსამართლობის ატანას… პროექტში გამოიკვეთა ორმაგი სტანდარტებისამდი მიდრეკილების ტენდენცია. მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც გავრცელდა ანის ყიფშიძის საუბარი, ერიდებიან ბოსთან დაპირისპირებას… პაატას მიერ ძლიერ და სუსტ მონაწილეებად დაყოფილ ჰაუსში. მოთამაშეების გარკვეულ ნაწილს ურჩევნია აუთსაიდერობას თავი პრინციპების დათმობის ხარჯზე აირიდოს…

ანი პირად ურთიერთობაში არავის მიმართ არ გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას, თუმცა გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს იმ ადამიანებს, რომლებსაც პირში უცინის…

მერიემის დაკნინება უცენზურო ფრაზით, ვიქტორიას დაცინვა, დიასა და კაპანაძის ურთიერთობის განხილვა…

კესოს პოზიციის და დამცველის როლის მორგებააა….. (საუბარი კოალიციურ შეთანხმებაზე)მე და სალსიმ გამოვთქვით ჩვენი უკმაყოფილება ანის უპოზიციობასთან დაკავშირებით (გასულ ოთხ სეზონში არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც მონაწილეს სწორედ ამ ნიშნით მიიჩნევდნენ პროექტის დატოვების ღირსად), თუმცა, მონაწილეებმა სიმართლის თქმას, ბოსთან ქულების დაწერა ამჯობინეს, მაინტერესებს გაამართლებდნენ, თუ არა მაგალითად ნინი გიგაურის უპოზიციობას?! რა თქმა უნდა, არაა…მაგრამ, როდესაც ანის ეხება საქმე თურმე ახლა არ აღმოჩნდა საჭირო პოზიციების დაფიქსირება, პაატას ამდენდღიანმა შრომამ შედეგი გამოიღო. ესაა ზუსტად ორმაგი სტანდარტები…ანის ,,ტიპაჟი” თურმე გამართლებაა ზრდილობის ჩარჩოს გაცდენილი გამოხატვის ფორმების, ბოსობის სტატუსი ,,გამართლებაა” უპოზიციობის)),,შიში შეიქმს სიყვარულს,”, ვნახოთ როდის დაახვედრებენ წინ სხვა მონაწილეები იმას, რაზეც ხმის ამოღებისგან თავი აუთსაიდერობის შიშის გამო არ შემიკავებია და არც შევიკავებ. ველოდები ლაიქ-დისლაიქის ცერემონიალს“, - წერს სალომე უშხვანი.