ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6849 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6835 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8762 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.