24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
მედიაში ანჯელინა ჯოლის მიერ FBI-სთვის გადაცემული ფოტოები გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ამ კადრებით მტკიცდება, რომ ბრედ პიტი ჯოლიზე ძალადობდა. ფოტოებით, რომელიც ნეგატივია, ირკვევა, რომ მსახიობს ხელის მტევანზე და იდაყვზე სისხლჩაქცევები აქვთ.
აქვე განმარტებულია, რომ ეს დაზიანებები ბრედ პიტმა მეუღლეს 2016 წელს თვითმფრინავით მგზავრობის დროს მიაყენა.
ანჯელინამ გამოძიებას უთხრა, რომ კერძო თვითმფრინავის საპირფარეშოში ბრედი მას უყვიროდა. თმაში მოჰკიდა ხელები, ანჯღევდა და ბოლოს კედელს მიანარცხა. როგორც ჯოლის ჩვენებიდან ირკვევა, ბრეტი მეუღლეს ეჩხუბებოდა, რომ „ის იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი“.
ჯოლის თქმით, ამ დროს მისი ორი მცირეწლოვანი შვილი საპირფარეშოს კარს მიღმა იდგა და ტირილით ეკითხებოდნენ" „როგორ იყო დედა“.
რაზეც პიტმა ყვირილით უპასუხა: „არა, არ არის კარგად! ის ამ ოჯახს ანადგურებს. ის გიჟია“,- ამბობს ჯოლი ჩვენებაში.
როგორც სტატიიდან ირკვევა, FBI-მ გამოძიების დასრულების შემდეგ, ბერედ პიტის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე გარემოების გამო არ აღძრა.