ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებაზე იშვიათი კომენტარი გააკეთა
1748759478
გაშვილებიდან 58 წლის შემდეგ ინგლისში მცხოვრები კაცი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტიმოთი 6 კვირის იყო, როდესაც გააშვილეს, თუმცა ამის შესახებ საკმაოდ გვიან, 2022 წელს შეიტყო. ალბომის დათვალიერებისას მან შემთხვევით დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს მიაგნო.
ტიმოთი ინტერვიუში ამბობს, რომ ის ახალ მშობლებთან ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიოლოგიური მშობლების ვინაობის დადგენა ძალიან უნდოდა. პირველ ეტაპზე ის ფეისბუკ ჯგუფში გაწევრიანდა, რომლის მიზანიც გაშვილებული ან დაკარგული ადამიანების მოძიება და ნამდვილ ოჯახთან დაკავშირებაა. ჯგუფის ადმინისტრატორმა ის სპეციალურ ორგანიზაციაში გადაამისამართა, რომელმაც ტიმოთის ავთენტიკური დაბადების მოწმობა მოიძია. სწორედ მისი დახმარებით მან დედის სახელი და გვარი გაიგო, შემდეგ კი საცხოვრებელი ადგილიც დაადგინა.
საბოლოოდ, 58 წლის შემდეგ, კაცი 77 წლის დედას დაუბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ქალს მეორე ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს. ტიმოთის განცხადებით, ახალი ოჯახის შეძენით ის ძალიან ბედნიერია.