ჩინეთში კიკბოქსიორი რობოტების ორთაბრძოლა გაიმართა - ნახეთ ვიდეო

ჩინეთი

 რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში გამართულ ღონისძიებაზე ორი ჰუმანოიდი რობოტის ორთაბრძოლა იხილეს. ისინი რინგზე კიკბოქსიორებად მოგვევლინნენ.

კადრებში ჩანს, როგორ ეჯახება ერთმანეთს ორი წვრილი ორფეხა რობოტი. ისინი ისე მოძრაობდნენ, როგორც კიკბოქსიორები.

აღსანიშნავია, რომ რობოტები სრულად ავტონომიურები არ არიან. მათ დისტანციურად ადამიანი-ოპერატორების ჯგუფი მართავდა.

BBC-ის ცნობით, ორთაბრძოლა China Media Group-ის მსოფლიო რობოტების კონკურსის ნაწილი იყო, რომელშიც ჩინური ფირმა Unitree Robotics-ის მიერ შექმნილი რობოტები მონაწილეობდნენ.

ეს სპორტის ახალი, გასაოცრად სახალისო ინტერპრეტაციაა, რომელიც მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში რობოტების ორთაბრძოლები. ბევრს მიაჩნია, რომ საერთოდაც სპორტის მომავალი რობოტებშია.

The Global Times-ის ცნობით, ჩინეთში ისტორიული მომენტი აღინიშნა, რადგან ეს არის მსოფლიოში პირველი საბრძოლო სპორტის ღონისძიება, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებზეა ორიენტირებული. ეს საბრძოლო სპორტში ხელოვნური ინტელექტის თანდათანობით ინტეგრაციაზე მიანიშნებს.

 ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორთაბრძოლაში ჰუმანოიდმა რობოტმა, სახელწოდებით "აბრეშუმის ხელოსანმა" გაიმარჯვა. ეს ორთაბრძოლის მესამე რაუნდში მოხდა.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რობოტიკა სწრაფი ტემპით ვითარდება და მომავალში ავტონომიური ჰუმანოიდი რობოტების ორთაბრძოლების ნახვაც შეგვეძლება.