გაიცანით ქალი, რომელიც მემკვიდრეობით მიღებულ 25 მილიონ ევროს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

ქალი

31 წლის ქალი მემკვიდრეობით მიღებულ €25 მილიონს ქველმოქმედებისთვის გაიღებს. საუბარია ავსტრიელ მარლენ ენგელჰორნიზე. მას მთელი ქონება ბებიისგან გადაეცა, რომელიც, თავის მხრივ, გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კომპანიის, BASF-ის დამფუძნებლის, ფრიდრიხ ენგელჰორნის პირდაპირი შთამომავალი და მემკვიდრე იყო.

მარლენის ბებია, გერტრუდ ენგელჰორნ-ვეჩიატო 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. Forbes-ის ინფორმაციით, ბოლოს მისი ქონება $4.2 მილიარდით განისაზღვრა. თანხის ნაწილი სწორედ შვილიშვილს ერგო. “მე მემკვიდრეობით მივიღე ქონება და ძალაუფლება, ისე, რომ არაფერი გამიკეთებია ამისთვის, ამიტომ დროა, ვიმოქმედო”, - ამბობს ის BBC-სთან.

მარლენის ინიციატივა ვენაში მოქალაქეთა ჯგუფის შექმნაა, რათა ერთობლივად გადაწყვიტონ, რა მიზნობრიობით დაიხარჯება თანხა. აუცილებელი წინაპირობა გაჭირვებულების დახმარება და ქველმოქმედებაა. “პოლიტიკოსები ვერ აკეთებენ თავიანთ საქმეს, ჩვენ გვერდით კვლავ უამრავი ადამიანია, რომელთაც შრომა უბრალოდ გადასარჩენად უწევთ. ამიტომ ვეცდები, მაქსიმალურად რაციონალურად გადავანაწილო ჩემი სიმდიდრე”, - ამატებს ის.

მარლენ ენგელჰორნი ასევე ეწინააღმდეგება იდეას, რომლის ფარგლებშიც ავსტრიამ, ჯერ კიდევ 2008 წელს, მემკვიდრეობის გადასახადი გააუქმა. მისი აზრით, კეთილდღეობის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური ვალდებულებების სამართლიანად აღება და რესურსების თანაბრად გადანაწილებაა. 

ასევე ნახეთ:

„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში

ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! - ნარკოლოგის საგანგაშო მიმართვა

„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძე

VIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე