პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი გურამ შეროზია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში. თავისი ბავშვობისა და დედასთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
„დედაჩემი არის ჩემი მხსნელი... რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, თუ დედა ჩემს გვერდით არის, ვერაფერი მომერევა და დამამარცხებს. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია. მქონდა მომჭირნე ბავშვობა მქონდა, არ გვქონდა ბევრი ფული, გარდერობს ვაახლებდით სექტემბერში, როცა სწავლა იწყებოდა, მაგრამ არასდროს მქონია იმის განცდა, რომ ღარიბი ვარ და ხელმოკლე. თითქოს არაფერი მაკლდა... დედაჩემი კარგი ფსიქოლოგი იყო ყოველთვის. ის იყო ჩემი მკითხველი და მსმენელი. რასაც მივაღწიე, დედაჩემის დამსახურებაა“,-ამბობს გურამ შეროზია.