„გაფრთხილდით! ბავშვებზე და ახალგაზრდებზე ჯადოს გაკეთება დაიწყეს...“ - მარიამ მაღალაშვილი მიმართვას ავრცელებს

ჯადო

ტაროლოგი და მედიუმი მარიამ მაღალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსი ჯადოების კეთების ტენდენციამ იმატა. ის გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს.

ბავშვი როცა სკოლიდან მოდის, ან უმაღლესში დადის, შეამოწმეთ ხოლმე - საინტერესო და გასაკვირი რამ უნდა ვთქვა - ბავშვებზე და ახალგაზრდებზე ჯადოს გაკეთება დაიწყეს, ეს ბავშვებმა ნახეს, ზოგმა ჩანთაში, საფულეში, იყო ამოჭრილი ტანსაცმელი, მანქანაში ჩადებული რაღაც ხის თოჯინა... 

ერთმა ბავშვმა სახლში გამხმარი თაგვის თავი მიიტანა, დიდი ასაკისაა. იქ კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომლის დედა ამაზე მიუთითებდა და ეუბნებოდა, შენზე კარგად სწავლობს, ძალიან კარგი ბავშვია, ყოველთვის გჯობნისო... ჯადო ერთ-ერთ მოლასთან მიიტანეს, რომელმაც უთხრა, გაკეთებულია იმისთვის, რომ ვეღარ ისწავლოს, ვეღარ აითვისოს და წარმატებული აღარ იყოს. 

ტენდენციები შემოვიდა, ასეთი რაღაცების გაკეთება მასიურად დაიწყეს. რუსი ჯადობაზები შემოვიდნენ, ამბობენ, რომ სასწაულებს აკეთებენ, იცოდეთ. გაფრთხილდით, ბავშვებს ყოველთვის დაცვა უნდა ჰქონდეთ. ტენდენცია წამოვიდა ახალგაზრდებზე, რაც უკვე დაეტყოთ“, - ამბობს ტაროლოგი.

მისივე თქმით, ჯადოსგან თავდაცვის კარგი საშუალება ჯვარია, ან თეთრი მაგიით დაცული ელემენტი.