ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
პარიზში, გრევენის ცვილის ფიგურების მუზეუმში დუეინ ჯონსონის ქანდაკება დადგეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქანდაკებამ ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა. მუზეუმის სტუმრები და სოცქსელების მომხმარებლები ამბობენ, რომ ოსტატებმა 51 წლის მსახიობის სახის ნაკვთების გადმოცემა ვერ მოახერხეს. ბევრი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ცვილის ჯონსონი ფერმკრთალი გამოვიდა.
ცვილის ორეულის შესახებ საკუთარი აზრი ჯონსონმაც დააფიქსირა.
„ჩემს გუნდს ვთხოვ დაუკავშირდნენ ჩვენს მეგობრებს გრევენის მუზეუმში, რათა ჩემი ცვილის ფიგურის „განახლებაზე“ ვიმუშაოთ და მას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დავუმატოთ. კანის ფერით დავიწყოთ🤣✊🏾💪🏾“, - დაწერა ჯონსონმა სოცქსელებში.
ასევე ნახეთ:
ლიზი გოზალიშვილი მიმართვას ავრცელებს
VIDEO: ნახეთ, რა მოხდა კულისებში, სანამ ლიზა გერმანულ „ვოისში“ საკონკურსო ნომრით წარდგებოდა