1740377316
„ერთნაირი მამა-შვილი“ - ილიკო სუხიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ილიკო სუხიშვილის ქალიშვილი დარია სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა, თუმცა წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა.
ილიკო სუხიშვილმა დარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოები გამოაქვეყნა. გულშემატკივრები მამა-შვილს კომპლიმენტებს ეუბნებიან: „საუკეთესო სუხიშვილები“, „ერთნაირი მამა-შვილი“, „ესაა ნამდვილი სიყვარული“ - წერენ კომენტარებში.
ილიკო სუხიშვილის შესახებ საუბრისას დარია ამბობს, რომ მამასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.