ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ცოტა ხნის წინ, მესამე შვილის მამა გახდა. ნიცა გასული წლის 8 აგვისტოს, „იმედის“ კლინიკაში დაიბადა. ლაშას და მის მეუღლეს, ანუკი დემურიას კიდევ 2 ქალიშვილი, მარიამი და ელენე ჰყავთ.
როგორი მამაა ყველაზე ძლიერი მამაკაცი საქართველოში - ამის შესახებ ძალოსანმა „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
„როცა გავიგე, რომ მესამეც გოგოა, ძალიან დიდი სიხარული იყო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი, მთავარია უფალმა ჯანმრთელი ბავშვი გვაჩუქოს. ალბათ, გოგოს უფრო მეტი სიყვარული აქვს, ვიდრე ბიჭს.
ბავშვების აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართვას ვერ ვახერხებ, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად, შეკრებებზე მიწევს ყოფნა. ის თავისუფალი დრო, რაც მაქვს, ვცდილობ, რომ ოჯახში ვიყო და ბავშვებს ყურადღება მივაქციო.“ - თქვა ტალახაძე.
ამჯერად, ლაშას მეუღლემ შვილებთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. „ერთნაირები“ - წერს ანუკი დემურია.