1794829587
ენოტი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შეიჭრა, დათვრა და საპირფარეშოში გაითიშა - ფაქტს მოულოდნელი შედეგი მოჰყვა
უჩვეულო შემთხვევა აშშ-ის ვირჯინიის შტატში- ენოტი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შეიპარა, 14 ბოთლი დააზიანა და საბოლოოდ საპირფარეშოში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ადგილზე მისულმა ცხოველთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ენოტი თავშესაფარში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ ცხოველი გამოფხიზლდა და, საბედნიეროდ, დაზიანებები არ აღმოაჩნდა.
თუმცა, ამბავი ამით არ დასრულებულა. ენოტის ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ის ინტერნეტვარსკვლავად იქცა. ცხოველთა თავშესაფარმა მისი გამოსახულებით მაისურებისა და სხვა სუვენირების გაყიდვა დაიწყო.

კამპანიამ მოულოდნელი შედეგი გამოიღო - 2026 წლის ნოემბრისთვის შემოწირულობებმა და გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ 290 000 დოლარს გადააჭარბა.
თავშესაფარი თანხის გამოყენებას ცხოველების მოვლის პირობების გაუმჯობესებისა და ახალი პროექტების დასაფინანსებლად გეგმავს. თავად ენოტი კი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.










