ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
ინგლისში, ძმებს შვილები ერთსა და იგივე კლინიკაში, ერთ დღეს გაუჩნდათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ვორჩესტერშირის სამეფო ჰოსპიტალში მოხდა. ჯორჯ და ჯო რობინსონების პარტნიორებმა 2 საათის განსხვავებით იმშობიარეს. ორივეს ბიჭი ეყოლა. ამასთან, ორივე ქალს ერთი და იგივე ბებიაქალი ეხმარებოდა, რომელიც იმ დღეს საკუთარ დაბადების დღესაც აღნიშნავდა.
ჯორჯის და ჰეილის ვაჟს ოლივერი, ჯოსა და ელის ბიჭს კი რეჯინალდი დაარქვეს. ძმები ამბობენ, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა იყო და იმედი აქვთ, რომ მათი შვილები საუკეთესო მეგობრებად გაიზრდებიან.