პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ გასართობ პლატფორმა ტიკტოკზე ცნობილ მაკა ქიქავას, რომელმაც საზოგადოებას თავი ე.წ შპილკებით გააცნო, თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა.ქალის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა პოსტოპერაციული პერიოდი აქვს გასავლელი. მის მდგომარეობაზე შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს:
„მაკას ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა, მდგომარეობა დახვდათ ცუდი... (ანევრიზმა აღმოაჩნდა ორ ადგილას თავში) მობილურის გამოყენება, ნერვიულობა და ტვინის გადაღლა მისთვის არ შეიძლება... საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ ასე დეტალურად. ცოტა ხნის წინ გაახილა თვალი და მომწერა: შოთო, მგონი გადავურჩი სიკვდილსო... ძალიან ეშინოდა ამ ოპერაციის...
ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის! თქვენ მაკას აძლიერებთ!
მნახველებს მასთან არ უშვებენ, ვერც მე მოვახერხე მისი ნახვა. 10 დღე უნდა იწვეს კლინიკაში და დააკვირდნენ ექიმები მის მდგომარეობას.
საერთო ჯამში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ძლიერი თავის ტკივილები აქვს და სიარულიც აკრძალული აქვს, ამ ეტაპზე.. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, უნდა დაველოდოთ მომდევნო რამდენიმე დღე. იმედია, გართულებები არ მოჰყვება ამ ყველაფერს“, - წერს შოთო სიხარულიძე.