მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
1732448315
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, მორიგ ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი ლუკა შაფაქიძეა.
- რა არის შენთვის თავისუფლება?
- თავისუფლება ჩემთვის საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვაა, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება და უბრალოდ იმის კეთება, რაც ადამიანს უყვარს.
- ტრადიცია ან სტერეოტიპები, რომელსაც ქართული რეალობიდან გააქრობდი...
- ქართული ტრადიცია ჩემთვის ქართული სუფრაა, მუსიკა, ცეკვა. სტერეოტიპები ჩემთვის არის სტიგმები, რომელიც ცხოვრებაში და თანაცხოვრებაში ხელს გვიშლის. თუ სტერეოტიპებზეა საუბარი, ძალიან ბევრს გავაქრობდი, აქედან გამომდინარე, ერთი კონკრეტულის გამოყოფა მიჭირს.
- კარიერა VS ოჯახი
- რა თქმა უნდა, ოჯახი თუ არჩევანის წინაშე დავდექი, მაგრამ ძალიან კარიერისტი ვარ.
- გაქვს თუ არა აკვიატებული ცრურწმენა?
- ცრურწმენების არ მჯერა და ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
- გაქვს კომპლექსები?
- ძალიან ბევრ კომპლექსს ვებრძვი, მაგრამ უფრო მეტს ვებრძოდი მაშინ, როცა თინეიჯერი ვიყავი. დღეს მეტად თავდაჯერებული გავხდი, მივიღე ჩემი კომპლექსები. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი არის ის რომ... ძალიან ვკომპლექსდები, როცა ვინმე მასაჩუქრებს, ან რამე ბენეფიტურს აკეთებს ჩემთვის, იმდენად ვკომპლექსდები, რომ მომენტალურად ვიწყებ ფიქრს, რით დავუბრუნო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები.
- რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
- ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე... არ მაქვს კონკრეტული თეორია, რომელსაც მივუყვები. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ „კაი პონტია“.
- როგორ სიკვდილს ისურვებდი?
- ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, რომელიც ყველას დაამახსოვრდებოდა. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყურადღება, სენსაცია, შოუ - ძალიან მიყვარს, აქედან გამომდინარე, დასამახსოვრებელს ვისურვებდი.
- ბავშვობაში მეგონა, რომ...
- მეგონა, რომ ყველა, ვინც ჯარში მიდიოდა, მიდიოდა ავღანეთში. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ვისაც გაიწვევდნენ ხოლმე, ავღანეთში მიჰყავდათ (იცინის)
- ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში...
- ჩემი დაბადების დღე. ძალიან მიყვარს, ყველაზე მეტად ველოდები ხოლმე. ასევე, მიყვარს შობა.
- უარყოფითი თვისება/ჩვევა
- ძალიან მოუთმენელი ვარ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი. არ მიყვარს ლოდინი. თუ რამის გაკეთება მინდა, მინდა ეს მალე მოხდეს, რადგან გონებაში გამუდმებით მაქვს ის აზრი აკვიატებული, რომ დრო არ მყოფნის და მალე გადის.
- რა არ მოგწონს საკუთარ გარეგნობაში, გაქვს რამის შეცვლის სურვილი?
- ვფიქრობ, რომ ყოველთვის ყველანაირი ემოცია სახეზე მაწერია, ეს არ მომწონს...
- ის, რაც შენთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ...
- გავაკეთებ ყველაფერს, უბრალოდ, მისგან უნდა მივიღო საკმარისი ყურადღება და დავინახო, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. თუ ამას ვხედავ ადამიანისგან, მაშინ მთებს გადავდგამ მის გამო.