„დიდი მნიშვნელობა აქვს, ქალ არტისტს როგორი მეუღლე უდგას გვერდით“ - რას ამბობს სოფო ბედია მეუღლეზე

sofo

მომღერალი, სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლის მიშა მესხის შესახებ საუბრობს და მის მხარდაჭერას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:

„დიდი მნიშვნელობა აქვს, ქალ არტისტს როგორი მეუღლე უდგას გვერდით. მიშა არ ითხოვს, რომ ჩემი საქმე გვერდით გადავდო და სახლში დავჯდე, პირიქით, სულ მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი გავაკეთო. კლიპზე მუშაობისას ყველანაირად მედგა გვერდით და თავისი იუმორით სტრესიც მოგვიხსნა…“

სოფო ბედიას ახალმა სიმღერამ „ცხოვრება ერთი წამია“, მაყურებელი აღაფრთოვანა. კლიპის პრემიერა „რუსთავი 2“ის ეთერში შედგა. 

სიმღერა „ცხოვრება ერთი წამია“ ეკუთვნის კომპოზიტორ კაკი ბოლქვაძეს, ტექსტის ავტორია შორენა ტაბატაძეს. არანჟირების ავტორი ცირა ბზიშვილი და მის სტუდიაში ჩაიეწრა.

კლიპში მონაწილეობენ არაბული ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე ელენა ჩიხლაძე, ლაშა გოგაშვილი, Fire Show კი ეკუთვნის გიორგი ედიშერაშვილს.

„რა მაგარია, ბრავო!“ „რა ფორმაში ხარ, სოფო, გასაოცარია“; „ძალიან მაგარია, წარმატებები“,- წერენ კლიპით აღფრთოვანებული მაყურებლები.

ასევე ნახეთ:

ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები

კადრები შემზარავი ტრაგედიის ადგილიდან - სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა (სირია)

VIDEO: „თქვენი გულისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა შემაძლებინა...“ - მურმან ჯინორია პაატა გულიაშვილის შოუში