1750402427
VIDEO: „თქვენი გულისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა შემაძლებინა...“ - მურმან ჯინორია პაატა გულიაშვილის შოუში

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, მურმან ჯინორია თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. ჯილდო თბილისობის მთავარ ღონისძიებაზე თბილისის მერმა პირადად გადასცა.
საპატიო თბილისელის ამპლუაში მსახიობი „პაატა გულიაშვილის შოუს“ სტუმარი იყო. სადაც მიღებულ ჯილდოზე და პირად ამბებზე ისაუბრა:
"არ ვიცი რა ვთქვა, იმდენად ვარ გახარებული. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ამდენი რამ გამაკეთებინა ამ 50 წლის განმავლობაში. მადლობა ჩემს ოჯახს, რომ გვერდში მიდგას, მადლობა ჩემს ძვირფას მაყურებელს, თქვენი გულისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა შემაძლებინა" - აღნიშნა მურმან ჯინორიამ.