თოვლი და ქარბუქი! - ამინდი უარესდება
1770147176
დიდ ბრიტანეთში პროფესიონალი სანტა კლაუსების რაოდენობა ორი მესამედით შემცირდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემა ამ დასკვნას სადაზღვევო კომპანია Simply Business-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომელიც პროფესიონალ სანტებს დაზღვევით უზრუნველყოფს. მათი ცნობით, გასულ წელთან შედარებით გაყიდული პოლისების რაოდენობა 33%-ით შემცირდა. ბიზნესში დარჩენილი სანტების განრიგი კი 2025 წლამდე უკვე გაწერილია.
სპეციალისტები დეფიციტის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: პანდემიას, ვეტერანი სანტების პენსიაზე გასვლას და დიდი საშობაო ღონისძიებების ნაკლებობას. მათი განმარტებით, კოვიდის დროს, როდესაც შეზღუდვები მოქმედებდა, პროფესიონალი სანტების ნაწილმა სხვა სფეროებში გადაინაცვლა, ნაწილი კი პენსიაზე გავიდა, რამაც ბუნებრივი „ჯაჭვი“ დაარღვია.ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ქვეყანაში სხვა საშობაო პერსონაჟების პოპულარობა იზრდება, ყველაზე მეტად კი გრინჩის.
თოვლი და ქარბუქი! - ამინდი უარესდება
1770147176
4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1770146514
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1770142948