დღეს ეს უკვე სასაცილოა, მაგრამ ამ 6 „ნაკლით“ ადრე ქალს გათხოვება გაუჭირდებოდა

პატარძალი

რამდენიმე ათეული წლის წინ გოგოს გათხოვების საქმეში მთელი ოჯახი და ზოგჯერ სხვა ნათესავებიც კი ერთვებოდნენ, ცდილობდნენ შესაფერისი სასიძოს პოვნას. კაცებს კი, თავის მხრივ, საკუთარი სტანდარტები ჰქონდათ.

გარეგნობა

პოსტაბჭოთა ქვეყნებში კარგ საცოლედ მიიჩნეოდა ქალი, რომელსაც განიერი მხრები, ძლიერი მკლავები და თეძოები ჰქონდა. გოგონები ხშირად იცვამდნენ რამდენიმე წყვილ წინდასაც კი, რომ მათი ფეხები უფრო მსხვილი გამოჩენილიყო და, შესაბამისად, გათხოვების შანსი გაზრდილიყო. მაშინ გამხდარ ქალებს ავადმყოფებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ის საოჯახო საქმეებს ვერ გაუმკლავდებოდა. სიგამხდრე, ასევე, უნაყოფობასთანაც ასოცირდებოდა.

ქონება

კარგი მზითევი კიდევ ერთი პლუსი იყო ქალისთვის, რომელსაც გათხოვება სურდა. გოგოს უნდა ჰქონოდა ხარისხიანი თეთრეული და საოჯახო ნივთები, თუმცა, მოგვიანებით, ეს ტენდენცია შეიცვალა და ქალს მშობლები ფულს ატანდნენ, რომ საჭირო ნივთები საკუთარი სურვილისამებრ შეეძინა.

სიზარმაცე

ბიჭისთვის და მისი მშობლებისთვის ოჯახში ქალის გამოჩენა სიხარული იყო - კიდევ ორი ხელი არასოდეს იქნება ზედმეტი სამუშაოსთვის. არასასურველ სარძლოდ ითვლებოდა ის, ვინც ზარმაცი იყო, არ ეხერხებოდა სამზარეულოში ტრიალი, კერვა, ქსოვა, ქარგვა... ჭკვიანი, ყოჩაღი და დამჯერი - ასეთი იყო იდეალური პატარძალი, რომელზეც ყველა სიამოვნებით დაქორწინდებოდა.

განათლება

განათლება და ჭკუა სულაც არ გულისხმობდა ინტელექტს. ჭკვიანმა გოგომ იცოდა ოჯახში საკუთარი ადგილი, ერიდებოდა ზედმეტ კონფლიქტს, გაუგებრობას, იყო მორჩილი და ამით ოჯახში იდილიას უწყობდა ხელს. მიუხედავად ამისა, ის უნდა ყოფილიყო მხიარული და ხალისიანი, რათა კაცისთვის სახლში მისვლა სიამოვნებასა და სიხარულთან ყოფილიყო დაკავშირებული.

სისუფთავე

სისუფთავე ქალის ერთ-ერთ მთავარ თვისებად ითვლებოდა. ქალს უნდა ეზრუნა საკუთარ გარეგნობაზეც, ქმრის მოწესრიგებაზეც და სახლის დასუფთავებაზეც. სწორედ ცოლი იყო პასუხისმგებელი ქმრისა და ოჯახის სხვა წევრების სამოსის გარეცხვაზე, გაშრობასა და დაუთოებაზე, სახლის დალაგებაზე, ქვეშაგების განახლებასა და ყველა სხვა საშინაო საქმეზე, რაც ჰიგიენას უკავშირდება. თუ ქალი ამ მოვალეობას კარგად არ ასრულებდა, ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციები.

ქორწინების ასაკი

ქორწინების ასაკი სხვადასხვა რასასა და ერში დღემდე განსხვავებულია და ეს, ძირითადად, რელიგიასა და წეს-ტრადიციებთანაა დაკავშირებული. საუკუნის წინ გათხოვებისთვის იდეალურ ასაკად 18-20 წელი ითვლებოდა. თუ გოგო 20 წლის შემდეგ გასათხოვარი დარჩებოდა, ფიქრობდნენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ან ძალიან ღარიბი იყო და მას სარძლოდ აღარავინ განიხილავდა.

ამ „კრიტერიუმების“ წაკითხვა თანამედროვე ქალისთვის სასაცილო იქნება, რადგან ადამიანის განსჯა მისი ფიზიკური მონაცემებისა თუ ფინანსური სიმყარის მიხედვით აბსოლუტური აბსურდია. დღეს ქალებიცა და კაცებიც განსხვავებულად ფიქრობენ. შეიცვალა სილამაზის სტანდარტებიც, ქალები უფრო მეტად დამოუკიდებლები და რეალიზებულები გახდნენ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ. ასე რომ, ასაკს, თვალის ფერს, კოჭის სისქესა და განათლებას გათხოვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ასევე ნახეთ:

5 ნიშანი იმისა, რომ ჯადო გაქვთ

თანამოსაუბრის 3 ფრაზა, რომელიც შეუმჩნევლად გართმევთ ძალას და ენერგიას

იღბლის, სიმდიდრისა და წარმატების მომტანი რიცხვები - 3, 7, 9 - როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ