1777927983
„დღეს ავიღე პირველი აკადემიური ჯილდო ამერიკაში...“ - ცისნამი საყვარლიშვილი
ცისნამი საყვარლიშვილმა აშშ-ში პირველი აკადემიური ჯილდო აიღო. ამის შესახებ საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ავიღე პირველი აკადემიური ჯილდო ამერიკაში. #award ცერემონია ძალიან ლამაზად ჩატარდა. სცენაზე ვისხედით, სახელი და გვარის გამოცხადების დროს კი ტიტულს და სერთიფიკატს გვაძლევდნენ. ალექსანდრეს ევალებოდა ფოტოების გადაღება.
დავხედე მის ტელეფონს და გული გამისკდა. ყველა ფოტოზე „დრასტი უჟასი“ ვარ. აი, ერთს რომ ვერ ატვირთავ, ეგ ამბავია. არადა მეგონა გაგეპრანჭებოდით, მე და ჩემი აკადემიური ჯილდო. 4.0 GPA,“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.










