პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ანი ყიფშიძე ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგია. როგორც თავად ამბობს, 14 წლის იყო, როდესაც დაქორწინდა და ოჯახი მალევე დაენგრა. ახლა ცდილობს, საკუთარმა გოგონამაც იგივე ნაბიჯი არ გადადგას.
„სადაც უნდა ვიყო, როგორც უნდა მოხდეს, მე ყოველთვის ვცეკვავ. ალბათ კიდე მთელი ცხოვრება ვიცეკვებ. ცეკვა ჩემი საარსებო წყაროც არის, უკან არასდროს ვიხევ.
14 წლის ვიყავი, როცა მამიკოს ვეჩხუბე და სახლიდან გავიპარე, გავიპარე და გავთხოვდი 10 დღის გაცნობილ კაცზე. მაგარი კაცი იყო, ოღონდ. რომ გავთხოვდი, ორსულად დავრჩი, გავაჩინე ნატალი. წელიწადი და 3 თვე ჩემს ქმართან ერთად ვიცხოვრე, მერე ჩემი მშობლების სახლში მოვედი. ვგიჟდები ნატალიზე, ვეცდები, რომ ისეთი მაგარი მომავალი შევუქმნა, რომ მე შემშურდეს. დედაჩემიც 13 წლის ასაკში არის გათხოვილი და არავის უნდოდა, 14 წლის რომ გავთხოვილიყავი. მე და დედა მეგობრები ვართ, ერთი ბავშვობა გვქონდა. იზრდება, 11 წლის არის, ვეუბნებით და ვუხსნით, რომ ეს არ არის კარგი და არც გვინდა რომ ჩემმა შვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას.
ახალი გამოთხოვილი რომ არ გავგიჟებულიყავი, თურქეთში გამიშვეს. იქ გაჩერება და ბებოსთან სახლში ჯდომა არ შემეძლო, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მოვეწყე, სადაც 6 წელი ვიყავი მასაჟისტი და იმავე სასტუმროში ვიყავი დიჯეი და არაბულ ცეკვებსაც ვცეკვავდი. ძალიან მიყვარს თურქეთი, სამართლიანი ხალხი ცხოვრობს.“ - ჰყვება ანი ყიფშიძე.