ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
2023 წლის ფერად Viva Magenta დასახელდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ფერის ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ელფერი, რომელიც წითელსა და ჟოლოსფერს შორისაა ბუნებასა და ენერგიას უკავშირდება და ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან იწვევს ასოციაციას. Pantone-მა მომავალი წლის მთავარ ფერს ვებგვერდიც მიუძღვნა, სახელწოდებით Magentaverse.
„Viva Magenta აღადგენს თქვენს კავშირს თავდაპირველ მატერიასთან. ბუნების ძალების მეშვეობით ეს კაშკაშსა ფერი მუხტავს ჩვენს სულს და შინაგანი ძალის გამაგრებაში გვეხმარება“ - განაცხადა ფერის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის ეისმანმა.
Pantone-ი წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება: ანალიტიკოსები აკვირდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს ახალ ფილმებს. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაფუძნებით ირჩევენ მთავარ ფერს.
ინსტიტუტში განმარტავენ, რომ წლის მთავარი ფერი ეს „ფერადი ფოტოა იმისა, რასაც გლობალურ კულტურაში ვხედავთ და საერთო განწყობას გადმოსცემს“. მათივე თქმით, ეს პროცესი არის მცდელობა გადათარგმნონ ფერის ენაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება.