პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილის ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლე თაია ჭიჭინაძე ახალი სეზონის მონაწილეა.
პროექტში ჭიჭინაძის გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ფაქტს „ფეისბუქზე“ ნიკო ქართველიც გამოეხმაურა.
„მოკლედ, ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო ახალ სეზონს და აჟიოტაჟს, რომელიც შექმნილია (ჩემს გარშემო და ასე შემდეგ). ჩემი ყოფილი ცოლი პროექტშია, კარგად მოგეხსენებათ ყველას. უმორჩილესად გთხოვთ ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიცნობს და ვუყვარვარ, არანაირი ბულინგი, არანაირი ლანძღვა, უამრავჯერ ვთქვი, არაერთ ჟურნალში თუ სოციალურ ქსელში, რომ, ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ჩემს ყოფილ მეუღლესთან, ისევე, როგორც ჩემს ამჟამინდელ მეუღლესთან, ძალიან განვიცადე და განვიცდი მის ასეთ მდგომარეობას! ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას და ნამდვილად მსურს, ხაზგასმით ვამბობ, რომ იყოს ჩემზე ბედნიერი! მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას! მადლობა თქვენ და გფარავდეთ უფალი, ამ თემას მე აღარ შევეხები! წარმატებები!“, - წერს ნიკო ქართველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების ვინაობა ცნობილია - ნახეთ კადრები
“პარიზი ყოველთვის კარგი იდეაა…” - რა კადრებს აქვეყნებენ თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე