1750489920
„ჩხუბში დროის დაკარგვა მეზარება, წყნარად ვემშვიდობები ადამიანს“ - ნუცა შანშიაშვილი

ჟურნალ თბილისელების რუბრიკის „უცნობი მხარე“ რესპონდენტი ნუცა შანშიაშვილია.
მომღერალი, მსახიობი და მხატვარი გულწრფელად საუბრობს პირადზე, ხასიათსა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
გთავაზობთ, ამონარიდს ინტერვიუდან
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– როგორიც მაქვს, მოგზაურობით სავსე.
– ხვდებით, როცა გატყუებენ?
– აუცილებლად, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ვუსმენ, მაგრამ პოლემიკაში არ შევდივარ. თუ ადამიანმა ეს გზა აირჩია, თუ გადაწყვიტა, რომ მომატყუოს, ესე იგი, ასე სჭირდება. მით უმეტეს, თუ მეგობარს ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ვაპატიებ. თუ გლობალურ ტყუილს მეუბნება, მაშინ აუცილებლად სერიოზულად დაველაპარაკები, მაგრამ თუ ეს ტყუილები პატარ-პატარა ნიუანსებს ეხება და იმიტომ მეუბნება, რომ არ გამაბრაზოს ან არ მაწყენინოს, ასეთ ტყუილს მივესალმები. ასეთი ტყუილები ეხმარება ადამიანებს ურთიერთობებში.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი ჩემი თავის მიმართ ვარ. ჩემი თავის ყველაზე დიდი მწამებელი და მტანჯველი მე თვითონ ვარ. ჩემს თავს ვებრძვი, ჩემს თავს ვუკრძალავ. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს ეხება საკვებს, ბევრ რამეზე ვეუბნები ჩემს თავს უარს, რაც მიყვარს. როცა მთელი ღამე დროს ატარებ და დილის 7 საათზე სტუდიაში მიდიხარ სიმღერის ჩასაწერად, იმის ნაცვლად, რომ გამოიძინო, სასტიკი ხარ საკუთარი თავის მიმართ. სხვების მიმართ არ ვარ სასტიკი. ჩემი სისასტიკე სხვებთან მხოლოდ და მხოლოდ დამშვიდობებაში გამოიხატება. განზე ვდგები. ჩხუბში დროის დაკარგვა მეზარება, წყნარად ვემშვიდობები ადამიანს.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ბედნიერება?
– შვილის გაჩენა, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. ძალიან ბევრი ქალია დაკომპლექსებული იმის გამო, რომ არ შეუძლია საკუთარი შვილის გაჩენა. არადა, დედობა არ არის მხოლოდ ბავშვის მუცლით ტარება, დედობა არის ადამიანის აღზრდა, მისთვის სიყვარულისა და სითბოს ჩანერგვა და ის ქალისთვის ყველაზე აუცილებელია. მე ღმერთმა მაჩუქა ეს ბედნიერება, 42 წლის ასაკში საკუთარი მუცლით ვატარე ნიკა.
ასევე ნახეთ:
არის თუ არა დაკავშირებული ადამიანის დაბადების დრო სექსუალურ ცხოვრებასთან
მსხლის ხე, რომლის ადგილას სხალთის მონასტერია, გაჩეხვის მერე ისევ მრთელდებოდა