1733169705
„ჩემთვის და დათოსთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე იყო“ - ნათია თოდუა
მუსიკოს ნათია თოდუასა და მისი რჩეულის, დავით ზურაბაშვილის, ულამაზესი ქორწილი ახლახან კახეთში გაიმართა. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.
„ჩემთვის და დათოსთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე იყო და ალბათ, ასეთად დარჩება მთელი ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეთი ემოციები აღარ მეორდება. ჩვენ ჩვენს თანაცხოვრებას ძალიან სახალისოდ ვატარებთ. გვიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, ემოციებით დატვირთული ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ქორწილი ცხოვრებაში ერთხელაა და შესაბამისად, ის ემოციებიც, რომელიც მას ახლავს და რომელსაც იზიარებ ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. მიხარია, რომ ეს დღე ერთად აღვნიშნეთ საქართველოში და ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადგილას – კახეთში“ - ამბობს ნათია თოდუა „თბილისელებთან“ ინტერვიუში