პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო და 61 წლის პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "ბრაუნინგის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა.
პოლიციამ თბილისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს: კუსტარული წესით გადაკეთებული პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", საბრძოლო შაშხანა, "ვინჩესტერის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევის დეტალი, 6 სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 7 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 8 ამფეთქი ფალია და 2 დეტონატორი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1380 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.