„ჩემს თავს სამჯერ დაბადებულს ვეძახი“ - “ნიჭიერის“ მესამე სეზონის გამარჯვებულის, ნონა გიუნაშვილის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები

ნონა გიუნაშვილი

„უკვე 11 წელი გავიდა, რაც "ნიჭიერის" გამარჯვებული გავხდი, ეს იყო 2012 წელს... ჩემს ცხოვრებაში ამ პროექტმა იმდენად დიდი ცვლილება მოახდინა, რომ ჩემს თავს სამჯერ დაბადებულს ვეძახდი.

"ნიჭიერამდე" ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი იყო. 16 წლის ასაკში მომიტაცეს და გავხდი ცოლი. იმდენად პატარა ვიყავი და იმდენად გაუაზრებელი იყო ეს ყველაფერი, რომ ახლა ძალიან მიჭირს მაშინდელი ჩემი თავის დანახვა, ხშირად ვსაყვედურობ საკუთარ თავს, ასე რატომ მოვიქეცი, მაგრამ, ალბათ, ძალიან პატარა ვიყავი.

ახლა მყავს 3 შვილი. ჩემი უფროსი შვილი 21 წლისაა, შუათანა- 19-ის და პატარა 10 წლის. მაშინ ძალიან დათრგუნული ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი, მჭრიდებოდა საკუთარი თავის აღმოჩენა, დამტკიცება, რომ რაღაც შემეძლო...

გარდატეხის ასაკში ხერხემალზე მქონდა პრობლემა, სწორედ ამას უკავშირდება ჩემი მესამედ დაბადება. ისედაც მაკლდა თავდაჯერებულობა და მჭირდებოდა ამისგან გავთავისუფლებულიყავი. 2017 წელს, როცა ახალი ცხოვრება დავიწყე, გავიკეთე ხერხემალზე ურთულესი ოპერაცია გავიკეთე... ამის შემდეგ თავიდან დავიბადე... ზურგზე გავიკეთე ტატუ „მე მიყვარს ჩემი ხერხემალი“, ალბათ არავის აქვს მსგავსი ტატუ... ახლა, როცა ჩემს განვლილ რთულ გზას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო" - ამბობს ნონა გიუნაშვილი, "ნიჭიერის" 2012 წლის გამარჯვებული palitravideo-სთან ინტერვიუში.

ვიდეოს სანახავად გახსენით ლინკი