საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1732909270
„რუსთავი 2-მა“ 4 სექტემბერს ახალი სეზონი ახალი გადაცემებით დაიწყო. არხმა, ტრადიციულად, ერთგული მაყურებლისთვის ის მეგაპროექტები მოამზადა, რომელიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთია „გვაჩვენე შენი ხმა“ - ეს არის კორეული სატელევიზიო შოუ. გადაცემის მთავარი პრინციპის მიხედვით, ჟიურიმ უნდა გამოიცნოს, შეუძლია თუ არა სიმღერა მის წინ მდგარ მონაწილეს.
მაყურებელმა უკვე მესამე გადაცემა იხილა. შოუმ საზოგადოებაში ინტერესი უკვე გამოიწვია.
ტრადიციულად, „პრაიმტაიმი“ გადაცემის მონაწილეებს გაგაცნობთ.
23 წლის რამაზ ბაირამოვი გადაცემაში ერთადერთი მონაწილე იყო, რომელიც მღეროდა, თუმცა მან ბოლო ეტაპამდე გადასვლა ვერ შეძლო.
რამაზი პროფესიით მომღერალია. მღერის სხვადასხვა ბარში, კლუბში, ასევე წერს სიმღერებს აზერბაიჯანულად, თურქულად და ინგლისურად.
„ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს პროექტი ჩემთვის. დიდი ხანია მინდოდა სცენაზე გამოსვლა და ამ მხრივ ჩემი თავის გამოცდა. მინდა ასე მივიღო მონაწილეობა ბევრ პროექტში, რათა ხალხმა უფრო მეტი იცოდეს ჩემს. ჩემი აზრით, კარგი მსახიობიც ვარ, ამიტომ შეცდნენ ექსპერტები და ვერ დაინახეს ჩემი რეალური სახე“,- ამბობს რამაზ ბაირამოვი.
ასევე ნახეთ:
გაიცანით „გვაჩვენე შენი ხმის“ გამარჯვებული მონაწილე, რომელმაც ყველას მოტყუება შეძლო
„მგონი, მყავს ჩემი ფავორიტი...“ - რას წერს სალომე უშხვანი „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონზე