ევროპარლამენტარი მიხალ შჩერბა: დღეს საქართველოში პროევროპულობის გამო შეიძლება ციხეში მოხვდე, პირიქით, ირანის რეჟიმთან კავშირი, როგორც ჩანს, ამჟამად პრობლემას არ წარმოადგენს - მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე, გისოსებს მიღმაა, მისი დანაშაული ევროპული საქართველოს მხარდაჭერაა

მიხალ შჩერბა

დღეს საქართველოში პროევროპულობის გამო შეიძლება ციხეში მოხვდე, პირიქით, ირანის რეჟიმთან კავშირი, როგორც ჩანს, ამჟამად პრობლემას არ წარმოადგენს - მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე, გისოსებს მიღმაა, მისი დანაშაული ევროპული საქართველოს მხარდაჭერაა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მიხალ შჩერბამ.

„ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აძევებენ, მაშინ როცა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად მოქმედებენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონები“ პრაქტიკაში ირანულ ფულზე არ ვრცელდება. საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისი პროგრამების 97%-ს კარგავს, ხოლო ირანის „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ისა და კანადის სანქციების ქვეშაა, საქართველოში თავისუფლად ახორციელებს საქმიანობას. საქართველო მოსკოვისა და თეირანისკენ იხრება და ეს კატასტროფაა ქართველი ხალხისთვის, გამარჯვება რუსეთისთვის და გეოპოლიტიკური მარცხი ევროკავშირისთვის. ამის დაშვება არ შეიძლება“, - დასძინა მან.

✕