BTS-ის პირველი კონცერტი Netflix-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა

BTS-ის პირველი კონცერტი

BTS-ის პირველი ლაივ-გამოსვლა თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ Netflix-ზე გადაიცემა. შოუ 21 მარტს, ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომის, Arirang-ის გამოშვების მეორე დღეს გაიმართება. ტრანსლაცია სტრიმინგზე თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

Billboard-ის ცნობით, კონცერტი სეულის ისტორიულ კვანჰვამუნის მოედანზე გაიმართება. სცენაზე ჯგუფის სრული შემადგენლობა გამოვა.

ეს მოვლენა ასევე აღიბეჭდება სრულმეტრაჟიან ფილმში „BTS: დაბრუნება“, რომლის პრემიერა Netflix-ზე 27 მარტს შედგება. რეჟისორ ბაო ნგუენის ნამუშევარი ჯგუფის დაბრუნების მზადებისა და ახალ ალბომზე მუშაობის პროცესს ახდის ფარდას.

BTS-ის გასტროლები სტარტს 9 აპრილს სეულში აიღებს და მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, აზიასა და ევროპას. სულ დაგეგმილია 79 კონცერტი. 2022 წელს BTS-მა მუსიკალური მოღვაწეობა სამხედრო სამსახურის გავლის გამო შეაჩერა. 2025 წლის ივნისში ჯგუფის ყველა წევრი ჯარიდან უკვე დაბრუნდა.