პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კოსტა სანიკიძე გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის, ამის მიზეზი კი ის ეპიზოდია, სადაც კოსტამ გურამს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მეგობრებო, მონათესავე სულებო და ეკიპაჟის წევრებო, მოგესალმებით. ძალიან ვწუხვარ გუშინდელი ეპიზოდის გამო, რომელიც გავიდა ეთერში, ჩემს ქმედებას თავისი მიზეზი ჰქონდა, რამაც გამოიწვია ჩემი რეაქცია.(რასაც რა თქმა უნდა, არ ვამართლებ) სამწუხაროდ, არ გავიდა ის დიალოგი, რამაც ჩემი მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ახლა ძალიან დაძაბული გარემოა და რთულია ემოციების კონტროლი, მით უმეტეს, როდესაც სარგებლობენ და გამუდმებით ცდილობენ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას სხვადასხვა ხერხით. ბოდიშს ვუხდი ჩემს ეკიპაჟს და გულშემატკივარს.
მაქსიმალურად შევეცდები, დარჩენილი პერიოდი ვიყო მშვიდი, გაწონასწორებული და არ წამოვეგო კონკურენტების მხრიდან წამოწყებულ პროვოკაციებს. სიყვარულით მთვრალი ხომალდის კაპიტანი... წინ ნახევარფინალია და არ დაგავიწყდეთ, გავაქტიურდეთ.“ - წერს კოსტა.