„ბოდიში, რომ ფეისბუკზე გამოვაჭრენე, მაგრამ...“ - რა მიმოწერას უქვეყნებს ნინი შერმადინი ნიკოლოზ რაჭველს?

shermadini rachveli

მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის შეტყობინებას აქვეყნებს და  შეფასებისთვის მადლობას უხდის.

რადიოში მეორე ადგილი არ ვიცი, მაგრამ თანამედროვეობის გენიალური მუსიკოსი, მაესტრო, კომპოზიტორი, თვითონ მუსიკის ღმერთი, ასეთ შეფასებას რომ აძლევს ჩემს სიმღერას, მუსიკას, რომელიც მე დავწერე, ამაზე დიდი მიღწევა და გამარჯვება ჩემთვის მართლა არაფერია.  ნიკოლოზ რაჭველი, "You made my day!" ბოდიში, რომ გამოვაჭრენე ფბ.ზე, მაგრამ მომეცი უფლება, ვიამაყო შენი შეფასებით! მიყვარხარ და მადლობა ამ სიტყვებისთვის! ჩემი თვითშეფასების ამაღლებისთვის! მიყვარხარ და მილიონი მადლობა!“, - წერს შერმადინი.