ბევრად ცუდად ვარ... უნდა წავსულიყავით ამერიკაში და გადავდე - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რამდენიმედღიანი ვირუსი შეეყარა, რომელიც კოვიდზე უფრო რთული ფორმით განუვითარდა.

ის სთხოვს რჩევებს, თუ როგორ ებრძოლოს ამ ვირუსს.

“ახლა ვარ კოვიდზე უარესად… კოვიდი გადატანილი მაქვს… ბევრად ცუდად ვარ, ვიდრე კოვიდის დროს ვიყავი… ორივე ტესტმა უარყოფითი აჩვენა ორივეზე, არ გაქვთ კოვიდიო… ძალიან ცუდად ვარ, სიცხეს ვერ ვაგდებ ვერაფრით…

აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ კოვიდის გარდა აღარც არსებობდა არაფერი… ასე ცუდად მართლა არასოდეს ვყოფილვარ, ვერ ვმოძრაობ… და ვარ გამოკეტილი, რა თქმა უნდა… ძალიან ცუდად ვართ. ხვალ უნდა წავსულიყავით ამერიკაში და გადავდე, რა თქმა უნდა…”. – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

 

ასევე ნახეთ - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი ბასილაშვილთან

✕