გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
ავსტრალიელმა მეხანძრეებმა კვლავ დაიპყრეს ინტერნეტი და 2026 წლისთვის ცნობილი საქველმოქმედო კალენდრის ხუთი ვერსია გამოუშვეს, რომელშიც გმირები, როგორც ფორმაში, ისე მის გარეშე, ცხოველებთან ერთად პოზირებენ.
People-ის ცნობით, კალენდრების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება, კერძოდ: ცხოველების დაცვას, ბავშვთა საავადმყოფოების მხარდაჭერას, ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურებს, ავსტრალიასა და მის ფარგლებს გარეთ სტიქიური უბედურებების შემდეგ აღდგენით სამუშაოებს.
გასულ წლებში კალენდრის გაყიდვით შეგროვებული თანხები მოხმარდა მექსიკის ყურეში ქარიშხლების, „ჰელენისა“ და „მილტონის“ მსხვერპლთა დასახმარებლად, ასევე კალიფორნიის ტყის ხანძრებისგან დაზარალებული ცხოველების მხარდასაჭერად.