ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
ბლოგერი ქეთი ქველაძე, რომელიც 3 შვილს ზრდის, საზოგადოებას ყოველდღიურ ცხოვრებას მუდმივად უზიარებს. ამჯერად, მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - მარტოხელა დედამ შეძლო და ბინის შეძენის შემდეგ, ოცნება აიხდინა და მანქანის ყიდვაც მოახერხა. ქეთის გასართობ პლატფრომაზე ბევრი ვიდეო დაიდო, როგორც კადრებიდან ჩანს, ახალბედა მძღოლობის კვალობაზე, ახალგაზრდა ქალი საჭეს კარგად მართავს.
უამრავი კითხვის შემდეგ, მანქანასთან დაკავშირებული პოსტი ქეთიმ ფეისბუკზე გამოაქვეყნა:
„ბევრი მეკითხებით, რა მიეციო... კი გითხარით ვლოგებში, მაგრამ მოდი, ახლა დეტალურად გეტყვით. მანქანა იყიდებოდა $4100. შემდეგ მეპატრონემ დააკლო და როცა იყიდებოდა 3800 დოლარად, სწორედ მაშინ მივაგენით მე და ლიკამ. დავინახე თუ არა, ჩემი გული დაიპყრო!
ღამე იყო, მანქანის ბაზრობაზე რომ მივედით, თუმცა სიბნელის მიუხედავად, შორიდანვე ამას დავადგი თვალი. 3800 დოლარს ვერ მივცემდი, რადგან აღარ მრჩებოდა. ლიკამ დაურეკა მეპატრონეს, ბოლო ფასი მითხარიო… მეპატრონემ 3600-ად წაიყვანე ამაღამვეო… 3500$ და ამაღამვე მიგვყავსო… მეპატრონე დაგვთანხმდა, ოღონდ დილითო და ასე გახდა ეს მანქანა ჩემი საკუთრება! მე არ შემიძლია ვაჭრობა… ლიკას წყალობით, 3500$ მომცა მესაკუთრემ... გაახაროს ღმერთმა, კარგი კაცია, სულ მშვიდად ევლოს…
ეს ის მომენტია, როცა დავინახე და მივხვდი, რომ ეს ჩემია, მე კი მისი პატრონი! მანქანა ჩამოყვანილია საზღვარგარეთიდან. ტექდათვალიერება გავლილი აქვს მაისამდე, არის ავტომატიკა, მარცხენა საჭე… მანქანის ნაწილებზე საუბარი ჩემთვის, ჯერჯერობით, ჩინური ენაა. ერთადერთი მინუსი რაცაა, უკუსვლით ვერ დავდივარ...“ - წერს ქეთი ქველაძე.