გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ერთ-ერთი მონაწილე ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გულშემატკივრებს მიმართავს.
,,ჩემი მიზანია, საკუთარი თავი აღმოვაჩინო და გავზარდო იმაში, რაც აქამდე არ შემეძლო.
თუ გარეთ, 10-15 ბავშვის მაგალითი მაინც ვიქნები, რომ შეურაცხყოფას, მოთმინებით, სიმშვიდით ვუპასუხო და არ დავემგვანო მათ, ვისი ზრდილობაც არ მომწონს, ვინც საზოგადოებას არ ითვალისწინებს და საკუთარი თავი, თავიანთ სახლებში ჰგონიათ, უბედნიერესი ვიქნები.
დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და არავითარ შემთხვევაში არ აიშალოთ ნერვები.
არც არავინ გალანძღოთ ჩემი მხრიდან. ეს მეც შემიძლია, მაგრამ რა საჭიროა მაშინ, როცა საკუთარ თავს აკარგვინებ ადამიანს, ან უბრალოდ ავლენ მისი პიროვნების მაქსიმუმს?! ", - წერს ანრი სოციალურ ქსელში.